11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ განაგრძოს ევროპული ოჯახისკენ მიმავალი გზა

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოს უნდა დაეხმარონ, რომ განაგრძოს ევროპული ოჯახისკენ მიმავალი გზა.

როგორც ხოსე მანუელ ალბარესმა აღნიშნა, ევროკავშირის ოჯახის წევრობა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია.

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, განაგრძოს გზა, რომელსაც მისი მოსახლეობის უმრავლესობა ირჩევს – ევროპული ოჯახისკენ მიმავალი გზა. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვიქნებით, რათა ქართველ ხალხს დავეხმაროთ ამ გზაზე — დემოკრატიულ, მშვიდობიან და ევროპულ გზაზე“, – განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სარჯველაძე დიუშენის სინდრომზე: ევროპული სახელმწიფოებიც აქტიურად და ინტენსიურად იკვლევენ ამ საკითხებს
შემდეგი სტატიაგასულ წელს ბავშვზე ძალადობის 1560 შემთხვევა აღირიცხა