ესპანეთის ქალაქ პალმაში ტურისტებისთვის ბინის მიქირავება აკრძალეს

ესპანეთის ქალაქ პალმაში, რომელიც მაიორკას კუნძულზე მდებარეობს, ბინის მფლობელებს ტურისტებისთვის სახლის მიქირავება აუკრძალეს. მსგავსი გადაწყვეტილება პირველია ესპანეთის ისტორიაში – “ბიბისი” წერს. ადგილობრივები დიდი ხანია საცხოვრებელი ფართის დაქირავების გაზრდილ ღირებულებაზე ჩივიან, რომელიც დიდწილად მოკლევადიანი გაქირავებების სერვისების შედეგია. პალმას მერმა განაცხადამ, რომ აღნიშნული აკრძალვა სხვა ქალაქებისათვის, რომლებიც მასობრივი ტურიზით შეწუხებული არიან, მაგალითი იქნება.
მეწარმეთა ასოციაციამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ბევრი ოჯახის კეთილდღეობაზე იქონიებს გავლენას.
უკანასკნელ წელს 2014 წელთან შედარებით ბინის დაქირავების ფასი 40%-ით გაიზარდა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის უნივერსიტეტში ჩინელები ცენტრს გახსნიან
შემდეგი სტატიასასამართლომ მადონას პირადი ნივთების დაბრუნების უფლება არ მისცა