ესპანეთის პრემიერი ხვალ პატიმრობაში მყოფ კატალონიელ ლიდერებს შეიწყალებს

ესპანეთის პრემირ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ სამშაბათს მისი მთავრობა პატიმრობაში მყოფ კატალონიელ ლიდრებს შეიწყალებს და ეს იქნება პოლიტიკური კონფლიქტის შეწყვეტისკენ გადადგული ნაბიჯი. “დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცხრა ადამიანის ციხიდან განთავისუფლება… ეს მკაფიო შეთანხმებაა” – სანჩესმა თქვა ორშაბათს ბარსელონაში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც კატალონიის სამოქალაქო საზოგადოების დაახლოებით 300 წარმომადგენელი იყო შეკრებილი.
“კატალონია, კატალონიელებო, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ” – სანჩესმა კატალონიურად მიმართა შეკრებილებს.

საზოგადოებრივმა კვლევებმა აჩვენა, რომ ესპანელების 60% პოლიტიკოსების განთავისუფლების წინააღმდეგია. ისინი 2017-2018 წელს არასანქცირებული რეფერენდუმის ჩატარების გამო დააპატიმრეს.

სანჩესი იმაზე აკეთებს გათვლას, რომ პოლიტიკური ავანტიურის დასრულების ხანა მოვიდა, რომელმაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი უნდა დაასრულოს – “დოიჩე ველე” წერს. “ჩვენ იმედს არ ვიტოვებთ, რომ ისინი, ვინც დამოუკიდებლობისკენ მიილტვიან, საკუთარ აზრებს შეიცვლიან, არამედ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მათ ესმით, რომ კანონის წინააღმდეგ გზა არ არსებობს” – დაამატა სანჩესმა. პოლიტიკოსების განთავისუფლების მიზანი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში დაძაბულობის მოხსნა და კატალონიის ხელისუფლებასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების დაწყებაა.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე: გადასახადები, რაც დღეს მოქალაქეებს ბიუჯეტში შეაქვთ, მნიშვნელოვანია, რომ მათ ეფექტურად დაუბრუნდეთ
შემდეგი სტატიატორუნში საქართველოს შესახებ ფესტივალი ჩატარდა