14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: არ დავუშვათ, ლიბანი გახდეს ახალი ღაზა

არ დავუშვათ, ლიბანი გახდეს ახალი ღაზა, – აღნიშნული განცხადება ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გააკეთა.

სანჩესის თქმით, ევროპამ თანმიმდევრულად უნდა უპასუხოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებს.

„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევების ფონზე, ევროპამ თანმიმდევრულად უნდა იმოქმედოს, თუ გვსურს, დანარჩენმა სამყარომ გაგვიგოს და გვერდით დაგვიდგეს უკრაინის მხარდაჭერაში, თავისუფლებისთვის მის ბრძოლაში დამპყრობლის, პუტინის რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა სანჩესმა.

ამასთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ისრაელთან ასოცირების შეთანხმება უნდა შეაჩეროს.

გუშინ ესპანეთის მთავრობამ და პირადად მე წარვადგინეთ შეთავაზება, რომ თანმიმდევრულობის მიზნით, ევროკავშირმა ისრაელთან ასოცირების შეთანხმება შეაჩეროს, რადგან, ცხადია, ის არღვევს შეთანხმების ბევრ მუხლს. განსაკუთრებით საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პედრო სანჩესმა.

banner
წინა სტატიაშიირანის შეიარაღებული ძალები: ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დავთმობთ
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაცია 101 600 ლარის ღირებულების კომპიუტერებს და ავეჯს შეიძენს