ესპანეთის პორტიდან ნახევარი ტონა კოკაინი ამოიღეს

ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ და პოლიციის თანამშრომლებმა ქალაქ ალხესირასის პორტიდან, რომელიც კადისის პროვინციაში მდებარეობს, ნახევარი ტონა კოკაინი ამოიღეს – ამის შესახებ დღეს ქვეყნის შს სამინისტროს გვერდზე იტყობინებიან. ოპერაციის ფარგლებში ცხრა ადამიანი დაიჭირეს.
კონტეინერი, რომელშიც 498 კილო ნარკოტიკი იყო, პორტში დააკავეს. იმავე ოპერაციის ფარგლებში, ქვეყნის სხვადასხვა პროვინციაში 15 ადგილას ჩატარდა ჩხრეკა. პოლიციამ აღმოაჩინა ცხრა ძვირადღირებული ავტომანქანა, იარაღი და ფული.
გამოძიებას ორივე ძალოვანი სტრუქტურა აწარმოებს, გამორიცხული არ არის ახალი დაკავებები. დაკავებულებს ბრალი ედებათ დანაშაულში, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობის წინააღმდეგ არის მიმართული.

banner
წინა სტატიაშიფრანგი ტერორისტის დაკავების ვიდეო გამოქვეყნდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაქუთაისში შელაპარაკებისას 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს