ესპანეთის პოლიციამ 5 ტონა ჰაშიში ამოიღო

ესპანეთის პოლიციამ 5 ტონაზე მეტი ჰაშიში ამოიღო და დააკავა 25 ადამიანი, რომლებიც ნარკომოვაჭრეთა ჯგუფში შედიოდნენ – დღეს Le Figaro წერს.
ნარკოტიკები ჩრდილოეთ აფრიკიდან ნავებით გადმოჰქონდათ, მისი შემდგომი ტრანსპორტირებისთვის დამნაშავეები მალაგაში გატაცებულ ჯიპებს იყენებდნენ.
პარტიის ნაწილი, 400 კგ, ბეღელში იყო გადამალული, დანარჩენი კი პოლიციამ ჩხრეკისას ამოიღო, რომელიც სამ კვარტალში ჩატარდა. როგორც იტყობინებიან სამართალდამცველები, ჰაშიში უკვე მზად იყო ევროპის ქვეყნებში გასატანად.
ოპერაციის მსვლელობისას დამნაშავეებს 400 ათასი ევრო აღმოაჩნდათ, ასევე 10 მეტრიანი ნავი და რამდენიმე გატაცებული მანქანა. ნარკომოვაჭრეებს შორის 24 ესპანელი და ერთი მოროკოელია.
ესპანეთის შს სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს სამართალდამცველებმა 380 ტონა ჰაშიში ამოიღეს.

banner
წინა სტატიაშილევან ვარშალომიძე : პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია
შემდეგი სტატიასლოვენიაში მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა