ესპანეთის მწვრთნელი – მინდა, მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო საქართველოს ნაკრების მიმართ, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა

მინდა, მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეტოქის {საქართველოს ნაკრების} მიმართ, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ შესანიშნავი და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, – ამის შესახებ ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დელა ფუენტემ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოს პორტუგალიის დამარცხების შემდეგ უდიდესი მოტივაცია ექნება, რაც მათ კიდევ უფრო სახიფათოს ხდის.

„მინდა, მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეტოქის მიმართ, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ შესანიშნავი და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.

დავინახეთ, რომ ისინი ჩვენთან შეხვედრის შემდეგ ძალიან წინ წავიდნენ და თამაშს აუმჯობესებენ. მოგვიწევს, რომ მაქსიმუმი გავიღოთ, რათა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.

ჩვენ ვნახეთ, რომ მათ გარკვეულწილად შეცვალეს სისტემა, მაგრამ არა თამაშის იდეა. მათ ჰყავთ ძალიან სწრაფი მოთამაშეები, რომლებიც ძალიან სწრაფად გადადიან კონტრშეტევებზე. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. გარდა ამისა, მათ ევროპირველობაზე სამი მატჩის ჩატარებით უდიდესი გამოცდილება მიიღეს. ასევე, საქართველოს პორტუგალიის დამარცხების შემდეგ უდიდესი მოტივაცია ექნება, რაც მათ კიდევ უფრო სახიფათოს ხდის.

გვინდა, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ და ჩემს ფეხბურთელებს ეს გაცნობიერებული აქვთ. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ერთადერთი ნაკრები ვართ, რომელმაც ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო”, – აღნიშნა დელა ფეუენტემ.

აღნიშნულ კომენტარს sportall.ge ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიევრო 2024 | ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე მოხვდნენ
შემდეგი სტატიათალაკვაძე ოპოზიციას – თუ რამის თავი გაქვთ და პრემიერ-მინისტრთან დებატები შეგიძლიათ, მობრძანდით პარლამენტში