(VIDEO) ესპანეთის ინტერპოლმა მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავა

ესპანეთის ინტერპოლმა, თბილისის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე 07.03.2008 წლიდან ძებნილი, საქართველოს მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული არჩილ გ. ქალაქ მადრიდში დააკავა.

არჩილ გ.-ს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ექსტრადირებულია საქართველოში.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) შსს-ს თანამშრომლებმა, “მორფინის” უკანონო შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა გარდაბანში მაჟორიტარობის კანდიდატად რამინ ბაირამოვი წარადგინეს