ესპანეთს სურს უკრაინაში Aspide-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების განთავსება, მაგრამ იმის გამო, რომ შვეიცარია ნეიტრალიტეტის მომხრეა – ამას კრძალავს. ამის შესახებ European Truth შვეიცარიულ გამოცემა Blick-ზე დაყრდნობით წერს.
რაკეტებს, რომლებიც გამოიყენება საშუალო მანძილის ასპიდის კომპლექსში, აქვთ შვეიცარიული წარმოების კომპონენტები. იარაღის კომპონენტებს აწარმოებს Rheinmetall Air Defense კონცერნი, რომელიც დაფუძნებულია ციურიხში. კონცერნი არის მსოფლიოში თავდაცვის საჰაერო სისტემების
ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი.
ცნობისთვის, ამ კვირაში ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა დაადასტურა, რომ შვეიცარია ვეტოს ადებს უკრაინაში გარკვეული სამხედრო დახმარების გაგზავნას, მაგრამ არ დაასახელა კონკრეტულად რას.
აღსანიშნავია, რომ ასპიდის სისტემების უკრაინაში გადაცემას იტალიაც განიხილავს, თუმცა, გადაწყვეტილება მთავრობას ჯერ არ დაუმტკიცებია. ალბათ ამის მიზეზიც შვეიცარიის ვეტოა.
იტალიური მედია იტყობინება, რომ რომი თებერვლამდე არ მიიღებს გადაწყვეტილებას უკრაინაში ახალი იარაღის მიწოდების თაობაზე პოლიტიკური დაძაბულობის, იარაღის ღირებულებისა და სამხედრო ტექნიკის ნაკლებობის გამო.
შეგახსენებთ, ადრე, ცნობილი გახდა, რომ შვეიცარიის მთავრობამ გერმანიასა და დანიას არ მისცა უფლება უკრაინას შვეიცარიული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორი და საბრძოლო მასალა გადაეცათ.
ამავდროულად, შვეიცარიამ ნება დართო გერმანიას თავისუფლად განეკარგა Leopard 2 ტანკები, რომლებიც ადრე უკან მიჰყიდეს Rheinmetall თავდაცვის ჯგუფს.
















