ესპანეთი მზადაა გადასცეს აშშ–ს რუსი პროგრამისტი

ესპანეთის ეროვნული სასამართლოს კოლეგიამ დააკმაყოფილა ვაშინგტონის მოთხოვნა რუსეთის მოქალაქის პეტრე ლევაშოვის გადაცემის თაობაზე, რომელიც ითვლება მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე საშიშ ჰაკერად. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო Reuters–ი.
შეგახსენებთ, ლევაშოვი დაკავებულ იქნა ბარსელონაში ოჯახთან ერთად დასვენების დროს. აშშ–ს იუსტიციის სამინისტრომ მას წაუყენა ბრალდება 8 მუხლით. კერძოდ ლევაშოვს ბრალად ედება “ვირუსით დაავადებული” გლობალური კიბერქსელის Kelihos–ის მართვა “სპამის” გავრცელების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ თუ სასამართლო ლევაშოვს დამნაშავედ სცნობს, მას 50–წლიანი პატიმრობა ელოდება.

banner
წინა სტატიაშიN11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში „მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისათვის“ პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიასამუშიას ოჯახს დაცვის დანიშვნაზე შსს-მ უარი უთხრა-,,რამდენჯერაც დაჭირდებატ დარეკონ 112-ზე”