ესპანეთი ივნისში ტურისტებს ელოდება

ესპანეთში ივნისში ტურისტებს ელოდებიან – ტურიზმის მინისტრმა ფერნანდო ვალდესმა თქვა – “ბიბისი” წერს. მისი თქმით, ტურისტების დაშვების საპილოტე პროექტი მაისში დაიწყება, რომ ივნისში სრულად მომზადებულები იყვნენ. მექსიკაში ტურისტულ კონფერენციაზე გამოსვლისას ვალდესმა თქვა, რომ “მისი ქვეყანა ივნისში მსოფლიოში ყველა მოგზაურს შეატყობინებს, რომ მათ შეუძლიათ ესპანეთს ესტუმრონ”. მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ არა ევროკავშირის ქვეყნიებიდან ტურისტების მიღება ევროკავშირის “მწვანე ციფრულ სერთიფიკატზე” იქნება დამოკიდებული.

ევროკავშირი საზაფხულო არდადეგებამდე “მწვანე ციფრულ სერთიფიკატზე” იმუშავებს. ის გავრცელდება ყველაზე, ვისაც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა აქვს გაკეთებული, ან უარყოფითი ტესტი აქვს, ან უკვე გადაიტანა კორონავირუსი. სერთიფიკატს ექნება QR კოდი, რომელიც პირად მონაცემებს შეიცავს, ევროკომისია ამბობს, რომ სერთიფიკატი იქნება უსაფრთხო და საიმედო.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა 50 მილიონი დოზა “სპუტნიკ V”-ის შესყიდვის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
შემდეგი სტატიაექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა