6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

ესპანეთი ჰორმუზის სრუტეში სამხედრო მისიაში მონაწილეობას არ მიიღებს

ესპანეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ ესპანეთი არ მიიღებს მონაწილეობას ჰორმუზის სრუტეში სამხედრო მისიაში, რადგან ირანის წინააღმდეგ ისრაელ-აშშ-ის ომს უკანონოდ მიიჩნევს.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა აღნიშნა, რომ ესპანეთი მსგავს ნაბიჯს მხარს არ დაუჭერს.

„ესპანეთი არასოდეს მიიღებს დროებით ზომებს. მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ომი დასრულდეს და დასრულდეს ახლა“, – განაცხადა რობლესმა.

ამასთან, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა აღნიშნა, რომ სრუტეში არსებული ვითარება ევროპელებისთვის სერიოზული შეშფოთების საგანია, თუმცა ევროკავშირის პოზიცია უნდა იყოს, რომ ომი, ეკონომიკური მოსაზრებების მიუხედავად, უნდა დასრულდეს.

„ჩვენ არ უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რომელიც დამატებით დაძაბულობას გამოიწვევს ან ვითარების ესკალაციას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ალბარესმა.

როგორც „როიტერი“ წერს, ევროკავშირის წევრმა რამდენიმე ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ გეგმავს, მათ შორის არის გერმანია, იტალია და საბერძნეთი.

banner
წინა სტატიაშითორნიკე ართქმელაძე: ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური დეესკალაცია და განმუხტვა სიტუაციის
შემდეგი სტატიააბას არაღჩი მეზობელ ქვეყნებს ირანზე თავდასხმების ხელშეწყობაში ადანაშაულებს