“ესპანეთი არ სცნობდა მადუროს რეჟიმს, მაგრამ ასევე არ ცნობს ინტერვენციას, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს” – პედრო სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ესპანეთი არ ცნობს აშშ-ის სამხედრო ოპერაციას ვენესუელაში, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.

„ესპანეთი არ სცნობდა მადუროს რეჟიმს, მაგრამ ის ასევე არ ცნობს ინტერვენციას, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს და რეგიონს უბიძგებს გაურკვევლობისა და აგრესიულობის ჰორიზონტისკენ“, – აღნიშნავს სანჩესი.

პედრო სანჩესმა ასევე მოუწოდა ყველა მხარეს „იფიქრონ მშვიდობიან მოსახლეობაზე, პატივი სცენ გაეროს ქარტიას და ჩამოაყალიბონ სამართლიანი და დიალოგზე დაფუძნებული გარდამავალი პერიოდი“.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: “რაც არ უნდა ძლიერი იყოს დიქტატორი, მისი დასასრული ყოველთვის უმძიმესია”
შემდეგი სტატიამარკო რუბიო: “მადუროს ვენესუელას დატოვება კვირა-ნახევრის წინ შეეძლო“