ესპანელი სამსახურში 6 წელი გამოუცხადებლობის გამო 30 ათასი დოლარით დააჯარიმეს

ესპანელი სახელმწიფო მოხელე ჰოაკინ გარსია სამსახურიდან გაანთავისუფლეს და 30 ათასი დოლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ უკანასკნელი 6 წლის მანძილზე ის სამსახურში არ გამოცხადებულა – ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
მამაკაცის სამსახურში არ ყოფნა მხოლოდ მაშინ დააფიქსირეს, როცა სამსახურმა გადაწყვიტა მისთვის მუშაობის 20 წლისთავზე საჩუქარი გაეკეთებინა.
69 წლის მამაკაცი წყალსაცავ დაწესებულებაში სუპერვაიზერად მუშაობდა.
მისი წლიური ხელფასი 37 ათასი ევრო იყო. ჯარიმის თანხაც, თითქმის მისი წლიური ჯამაგირის ექვივალენტია – ეს არის მაქსიმუმი, რომლის ჯარიმის სახით დაკისრებაც მათ შეძლეს.
გარსიას ნათესავები ამბობენ, რომ ის ყოველდღიურად დადიოდა სამსახურში, მაგრამ არა სრულ განაკვეთზე. ოფისში, მათი თქმით, გარსია ფილოსოფიას სწავლობდა.

banner
წინა სტატიაში“ბიბისის” კვლევა: “ფეისბუქზე” პედოფილების ჯგუფებია
შემდეგი სტატია„ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემების გამოფენა ტექნიკურ უნივერსიტეტში