ესპანელი მოცეკვავე ხუანა გარსია სცენაზე ათასობით მაყურებლის თვალწინ გარდაიცვალა

ესპანელი მოცეკვავე ხუანა სანზ გარსია სცენაზე პიროტექნიკის აფეთქებას ემსხვერპლა გამოსვლის დროს. მსახიობი, რომელიც 30 წლის იყო, ჯგუფ Super Hollywood Orchestra-სთან ერთად გამდიოდა, როცა მის გვერდით სცენაზე აფეთქება მოხდა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 2 საათზე მოხდა, მადრიდიდან 100 კმ-ის დაშორებით პატარა ქალაქ ლას-ბერლანასში, სადაც ფესტივალი მიმდინარეობდა.

სოციალურ ქსელში აფეთქების ვიდეოებიც გავრცელდა. მსახიობს სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მოსვლამდე პირველადი დახმარება მაყურებლებში მყოფმა ექიმმა და მედდამ გაუწიეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ გარსიას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ქალაქის მთავრობამ, რომელიც ფესტივალის ორგანიზატორი იყო, მსახიობის ოჯახს და ახლობლებს მომხდარის გამო მიუსამძიმრა.

banner
წინა სტატიაშიგოჩა მირცხულავა : „ოცნების“ ის ნაწილი, ვინც პრემიერობის კანდიდატს ებრძოდა, მალე ფეხქვეშ გაეგება“
შემდეგი სტატიაპოლონეთის პრეზიდენტმა მაიკ პენსს რუსეთის საქართველოსა და უკრაინის აგრესიები შეახსენა