ესპანელებმა ბანანებში 9 მილიარდი ევროს კოკაინი იპოვეს

ესპანეთის პოლიციამ თითქმის 9 ტონა კოკაინი ამოიღო, რომლის ღირებულება დაახლოებით 9 მილიარდი ევროაა – ეს კონტინენტზე შემოტანილი ნარკოტიკის უმსხვილესი პარტიაა. პოლიცია ავრცელებს, რომ კოკაინი ბანანებთან ერთად იყო გადამალული და კოლუმბიიდან ალხესირასის პორტში შევიდა. ქვეყნის შს მინისტრის, ხუან იგნასიო სოიდოს თქმით, დაკავებულია ექვსი ეჭვმიტანილი, მათგან ოთხი ესპანელია, ორი კი ფრანგი. “ასეთი ოპერაციები იმის მაჩვენებელია, თუ როგორგ კარგად მუშაობენ სამართალდამცველები” – მინისტრის სიტყვებს ადგილობრივი მედია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში“ოცნების” შტაბში გივი ჭიჭინაძემ ცნობილი სიმღერა “საპოვნელა” შეასრულა
შემდეგი სტატიააშშ ევროპას მოუწოდებს ირანის წინააღმდეგ სანქციები შემოიღოს