30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

ესმაილ ყაანი ისრაელს: თუ ლიბანს ნებაყოფლობით არ დატოვებთ, დამცირებითა და დამარცხებით გაიქცევით

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) საგარეო ოპერაციების ფრთის, „ყუდსის ძალების“ მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ესმაილ ყაანიმ ისრაელი მკაცრად გააფრთხილა და სამხრეთ ლიბანიდან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა მოითხოვა. ირანელი გენერლის განცხადებით, ლიბანი „წინააღმდეგობის ველია და არა ოკუპანტების სათამაშო მოედანი“.

ირანული მხარის ეს განცხადება მოჰყვა აშშ-სა და ირანს შორის გასულ კვირას გაფორმებულ დროებით შეთანხმებას, რომელმაც ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, საომარი მოქმედებების დასრულებას ჩაუყარა საფუძველი. თუმცა, მიუხედავად თეირანის მოთხოვნისა, ისრაელი სამხრეთ ლიბანის დატოვებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.

თელავივში განმარტავენ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები უსაფრთხოების ზონაში მანამ დარჩებიან, სანამ შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ სრულად არ განიარაღდება.

banner
წინა სტატიაშიმამუკა გვილავა: ანაკლიაში 2007 წლიდან მოყოლებული მთელი წყება შეცდომები დავუშვით
შემდეგი სტატიათბილისში კაცი დაჭრეს