ექსკლუზივი- გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე „თაიმერისთვის“ სკანდალური ვერსია ხდება ცნობილი

თაიმერის“ წყაროს ვერსიით, აღნიშნული ტერორისტული დაჯგუფების წევრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გეგმავდნენ ტერაქტის მოწყობას და, სავარაუდოდ, სპეციალურად დამუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ.
როგორც წყარო ვარაუდობს, რამდენიმე დღის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტი შესაძლოა, აღნიშნულ საქმესთან იყოს კავშირში. ტერორისტული დაჯგუფების წევრები ცდილობდნენ, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები და სამართალდამცავები შეცდომაში შეეყვანათ და მსგავს შეტყობინებას სერიოზულად არ მიდგომოდნენ, ასევე, ტერორისტები ამოწმებდნენ, მსგავსი შეტყობინების დროს რა რეაგირებას მოახდენდა პოლიცია და როგორ იმუშავებდა.
არაოფიციალური ვერსიით, სწორედ აეროპორტის ინციდენტის შემდეგ გახდა ცნობილი სამართალდამცველებისთვის აღნიშნული ჯგუფის ადგილსამყოფელი.

თაიმერისთვის“ უცნობია, აღნიშნული ვერსია სიმართლეს შეესაბამება თუ არა, თუმცა არსებობის უფლება აქვს.

banner
წინა სტატიაშიბიზნესმენი ვასილ კიკვიძე დევნის შესახებ აცხადებს
შემდეგი სტატიაპუტინი ანტიდასავლური სამთა კავშირის შექმნას ცდილობს