ეშტონ კარტერი ადასტურებს, რომ ნატო ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ოთხი ბატალიონის განთავსების საკითხს განიხილავს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეშტონ კარტერი ადასტურებს, რომ ნატო ალიანსის აღმოსავლეთ ქვეყნებში ოთხი ბატალიონის განთავსების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება. ეშტონ კარტერის თქმით, ნატო განიხილავს ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთსა და პოლონეთში ოთხი ბატალიონის განთავსების გეგმას. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საუბარია 4 ათასს სამხედროზე აშშ-დან და სხვა მოკავშირე ქვეყნებიდან.

“ეს ერთ-ერთი ვარიანტია, რომელიც ახლა განიხილება. ჩვენ ვმონაწილეობთ ამ განხილვებში. თუმცა არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო” , – განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

ბალტიის ქვეყნებმა, რომლებიც ნატო-ს 2004 წელს შეუერთდნენ, ყირიმის ანექსიის შემდეგ ალიანსს აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება სთხოვეს.

banner
წინა სტატიაშიახმეტაში საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ
შემდეგი სტატია“თბილისელები არ დაუშვებენ, რომ კულტურული და ისტორიული ტერიტორია გახდეს მილიარდერის კერძო ფაზენდა“- ნიკა მელია