ეშმაკის ბორბლის ქვეშ იპოვეს დამალული, ტოტები და ფოთლები ეფარა

gulis eleqsiri

ეშმაკის ბორბლის ქვეშ იპოვეს დამალული, ტოტები და ფოთლები ეფარა, – ამის შესახებ გარემოსდამცველი ნატა ფერაძე თბილისში გარდაცვლილ ავსტრალიელ მასწავლებელთან დაკავშირებით Facebook-ზე წერს.

ამ დრომდე დაუდგენელია, რა ვითარებაში გარდაიცვალა 31 წლის შანე ბრუკი. თუმცა, როგორც მისი მეგობრები ამბობენ, “მეგობარს რომ დაურეკა, ისმოდა კივილი, ყვიროდა, გამიშვით ხელიო”.

ცნობისთვის, თბილისში 31 წლის ავსტრალიელ ქალს, შანე ბრუკის პოლიცია, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის წარმომადგენლები, მისი მეგობრები და მოხალისეები მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

არსებული ინფორმაციით, ტურისტი ვიდეოკამერებმა ბოლოს გუშინ, 30 ივლისს, თბილისის დროით 15:33 საათზე ვერაზე, სახლიდან გასვლისას დააფიქსირეს. დაახლოებით 1 საათის შემდეგ კი მან WhatsApp-ში მეგობარს დაურეკა და დახმარება ითხოვა. ამბობდა, რომ თავს დაესხნენ.

წინა სტატიაშიგიორგი გახარია ირაკლი კობახიძეს პასუხობს: „მეც ოცნების ნაწილი ვიყავი და ერთი სიტყვა არ გადამიბრუნდება წარსულზე რაღაც აუგი ვთქვა, ჩემთვის ეს მიუღებელია!
შემდეგი სტატიამდინარე “ინწრაში” ახალგაზდა მამაკაცი დაიხრჩო