ეშმაკები თავში მირტყამდნენ რაღაცეებს, მე არ გავსამართლდები, არ მომიკლავს არავინ – ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული

თელავის რაიონულ სასამართლოში ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში და ერთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის საქმეზე აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს. პროცესის დაწყებისას ბრალდებულმა განაცხადა, რომ მოსამართლე თამარ კაპანაძის მიმართ უნდობლობა ჰქონდა და მისი აცილება მოითხოვა. ბრალდებულის შუამდომლობა აცილებასთან დაკავშირებით მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

სასამართლო სხდომაზე 85 წლის ომარ გამყრელიძემ განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

“ეშმაკები მყავდა, ეშმაკები თავში მირტყამდნენ რაღააცებს. მე არ გავსამართლდები. არ მინდა გასამართლება. მე იმდენი უბედურება მაქვს გადატანილო, რა უნდა მომისაჯონ. არ მომიკლავს არავინ. შემახვედრონ პირისპირ იმ ადამიანებს და პოლიციელებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ იარაღს ვისროდი და ხალხს ვხოცავდი“, – განაცხადა ომარ გამყრელიძემ.

ომარ გამყრელიძეს შვილის, რძლის და ორი ნათესავის მკვლელობა, ასევე მეუღლის დაჭრა ედება ბრალად.

banner
წინა სტატიაშიგამარჯვება გვინდა, გამარჯვება და თან არა ვინმესი- ყველას -სახელმწიფოს გამარჯვება!
შემდეგი სტატიასაცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა