5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

ეშინიათ ნიკასი, იციან, რომ “ქოცების” კუბოზე ის დააჭედებს ბოლო ლურსმანს – ანზორ მელია

“ეშინიათ ნიკასი, იციან, რომ “ქოცების“ კუბოზე ის დააჭედებს ბოლო ლურსმანს”,– ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” განცხადა.

“ეშინიათ ნიკასი, ის არის ძალიან კომუნიკაბელური აბსოლუტურად. სოფლებში რომ დადის, რაიონებში რომ დადის, ხალხი როგორ ეგებება, როგორი ეფერებიან, ან ჩემთან ეხლა რომ მოდიან ავადმყოფები რაიონებიდან, უნდა ნახოთ როგორ ლოცავენ ნიკას, როგორ ეფერებიან. უყვარს ხალხს და ეშინიათ, იმიტომ რომ იციან, რომ ამ ქოცების კუბოზე ის დააჭედებს ბოლო ლურსმანს და ამიტომ ყოველნაირად ცდილობენ, რომ ნიკა მაგათ 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშ ყავდეთ იქა. ასე ნაკლებად საშიში გონიათ, მაგრამ უფრო უარესია ამათთვის,- განაცხადა ანზორ მელიამ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, თაყაიშვილის ქუჩაზე მეზობლებს შორის დაპირისპირება იყო
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” არის უკიდურესად არასერიოზული ძალა – გოგლა ჟვანია