ეშინიათ, მაგრამ ასევე ცდილობენ მანიპულაციას – კორძაია “ქართულ ოცნებაზე”

ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია ამბობს, რომ შტატებისგან მოახლოებული სანქციებით “ოცნება” შეშინებულია, თუმცა ამის მიუხედავად მაინც “მანიპულაციას ცდილობენ”, რაც კორძაიას თქმით, მმართველ გუნდს არ გამოუვა.

“ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდიტური დაჯგუფება ნიადაგს აცლის დემოკრატიას და დემოკრატიული სახელმწიფოები უკვე, რა თქმა უნდა, ამ რეჟიმში არ გააგრძელებენ ურთიერთობას. ცალსახად ერთი რამ არის ნათელი, მათ ამის ეშინიათ, მაგრამ ასევე ცდილობენ მანიპულაციას. არ გამოუვათ”, – ამბობს კორძაია.

კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, საქართველოს საკითხს (“საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა”) გუშინ განიხილეს. კომისიის სხდომას წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი და RSMED პროექტი რეგიონებში ბიზნესის განვითარების პროგრამას ახორციელებენ
შემდეგი სტატიაცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის “სასამართლომ” საქართველოს მოქალაქეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა