ესენი სამი თვეა ერთი და იგივეს იმეორებენ, უკაცრავად რა, მოსალოდნელმა საფრთხეებმა უკვე დამღალა – გიორგი კოხრეიძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 19, 2020 12:32

ესენი სამი თვეა ერთი და იგივეს იმეორებენ, უკაცრავად რა, მოსალოდნელმა საფრთხეებმა უკვე დამღალა – გიორგი კოხრეიძე

თითების თეატრში უკვე ერთი საათია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე ხმაური იყო. ალტერნატიული პროფკავშირების წევრები დღის წესრიგის დამტკიცებამდე სიტყვით გამოსვლას ითხოვდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა და შესვენება გამოცხადდა.

მაუწყებლის დირექტორმა პროცესები ძალადობად შეაფასა. გიორგი კოხრეიძემ თქვა, რომ ბევრ ქვეყანაში მობინგი დასჯადია.

”ეს არის პირდაპირი მობინგი, რომელიც ბევრ ქვეყანაში სისხლის სამართლის წესით ისჯება. საქმე გვაქვს ობსტრუქციასთან, მეტი არაფერი. ყველამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა იმოქმედოს” – უთხრა ჟურნალისტებს მაუწყებლის დირექტორმა.

გიორგი კოხრეიძე ამბობს, რომ ”მოსალოდნელ საფრთხეებზე” საუბრით დაიღალა.

”ესენი თვლიან, ესენი სამი თვეა ერთი და იგივეს იმეორებენ, მანახეთ ფაქტი რა. უკაცრავად მოსალოდნელმა საფრთხეებმა უკვე დამღალა. სულ მოსალოდნელ საფრთხეებზეა საუბარი და ჯერ-ჯერობით არცერთი არ გამართლებულა. ასე არ გამართლდება დღევანდელი საფრთხეც. აგერ ნახავთ თქვენ ძალიან მალე. უბრალოდ ადამიანები არიან ანგაჟირებულები.

დღეს კონკრეტულს არაფერს არ ვამბობ, განა იმიტომ, რომ არ ვიცი, ვიცი ძალიან კარგად. თუ ეს იქნება მიღებული ყველა ნახავს, რომ აჟიოტაჟი ტყუილად არის გამოწვეული, ყველა იქნება კმაყოფილი ამის გარანტიას გაძლევთ. ჩემო ძვირფასებო სამი თვეა ერთი და იგივეს ხომ ლაპარაკობთ, ხომ არ მომხდარა არაფერი? ასევე არ მოხდება. მე დღემდე ვინმემ მომცა საშუალება, რომ საქმე ნორმალურად გამეკეთებინა?” – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა.

მრჩეველთა საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელებენ. მათ შორისაა საშტატო ერტეულების გაუქმებაც.

ცვლილებას სარედაქციო პოლიტიკასა და შინაარსზე პასუხისმგებელი პირები, ალტერნატიულ პროფკავშირებთან ერთად საფრთხედ აფასებენ, ამბობენ, რომ ამის მიზანი სარედაქციო ვექტორის შეცვლაა.

ცვლილება ახალი ამბების სარედაქციო მიმართულებას, უფროსის მოადგილეს მაია მერკვილაძეს, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. ასევე სხვა მოადგილეების შტატებს, რომლებიც ვაკანტური იყო.

თითების თეატრში, სადაც სხდომა იმართება იმყოფებიან მესამე სექტორის წევრები, მაუწყებლის თანამშრომლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

დარბაზში ასევე არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან ჟურნალისტების მიმართ და ცდილობენ რეპორტიორს მუშაობაში ხელი შეუშალონ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 19, 2020 12:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,472
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics