მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი იმ ბუზს შეადარა, რომელიც ყვავილებით და ხეხილით სავსე ბაღში მხოლოდ ფეკალიებს ეძებს. ივანიშვილის პრეზიდენტის მტკიცებით, ქვეყანაში პროგრესი და კეთილდღეობაა, თუმცა ამას აღნიშნული საზოგადოება ვერ ხედავს.
ბერი პაისის ათონელის შეფასება არის ადამიანის კატეგორიებთან დაკავშირებით – ბუზის და ფუტკრის. ადამიანის ბუზს ადარებს იმ ადამიანებს, რომლებიც ყვავილებით, ხეხილით, ასე გამწვანებულ ბაღში, ბუზი რომ შეფრინდება, გადაუფრენს ყველა ხეხილს და ყვავილს და ღობის ძირში აუცილებლად მიაკვლევს ფეკალიას და იმით დაკმაყოფილდება.
აი, ბუზი ადამიანებს ვადარებ ჩვენდა სამწუხაროდ ამ ადამიანებს, რომლებიც ზოგი მოწოდებით არიან, და ესეც ბუნებრივია ალბათ, რომ მხოლოდ ნეგატივს უნდა ხედავდნენ, მხოლოდ სიძულვილს უნდა ხედავდნენ, მხოლოდ ცუდს უნდა ხედავდნენ. ამაზე მაქვს საუბარი.
მაგრამ ყველაზე საცოდაობა იცით რა არის? რომ იცის, რომ ეს ბუზი, ეს ბოროტებაა, მაგრამ დავალებით ხდება ბუზი. აი, ეს ტელევიზიები, ეს რადიკალური ფრთა – პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესენი არიან ბუზები. ბუზი ტელევიზიები, ბუზი აქტივისტები, რომლებიც ვერც პროგრესს ხედავენ, ვერც სიკეთეს ხედავენ, ვერც განვითარებას ხედავენ.
გინახავთ რომელიმე შეფასება ეკონომიკური განვითარების, სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის? ეს ხომ საერთაშორისო რეიტინგებზე მაქვს საუბარი – საერთაშორისო რეიტინგებით შეფასებულზე”, – თქვა ყაველაშვილმა.


















