“ესაა სისხლის სამართლის დანაშაული”- “ნაციონალური მოძრაობა” გარდაბანში წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

მიხეილ მაჭავარიანი: „ამით უნდათ სოლოლაკის მბრძანებელს ასიამოვნონ““

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა დღეს გამართულ პრიფინგზე გარდაბანში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა 700 კაციან სამხედრო უბანზე, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს არ არსებობდა და ახლა დაემატა. დეპუტატისვე ინფორმაციით, გარდაბანში წინასაარჩევნოდ კიდევ ერთ კანონდარღვევას აქვს ადგილი. კონკრეტულად კი, კუმისის ქარხნის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თანამშრომლებს პირადობის მოწმობები ჩამოართვა და დაბრუნებას მხოლოდ საარჩევნო უბანზე დაჰპირდა.

“ის 700 კაციანი სამხედრო უბანი, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს არ არსებობდა, ახლა როგორც ჩანს თავდაცვის მინისტრის პირადი გადაწყვეტილებით ეს უბანი დაემატა. სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე. სასამართლომ 10 დღის წინ დაავალა ოლქს, რომ მხოლოდ მას შემდეგ დაერეგისტრირებინა და გაეტარებინა ეს უბანი, როცა გვარობრივად იქნებოდა გავლილი იმ ჯარისკაცების რეგისტრაცია, რომლებიც ამ სამხედრო უბნებზე არიან რეგისტრირებული. ანუ, ოლქს უნდა გაერკვია ყველა ამ ჯარისკაცს როდის ჰქონდა რეგისტრაცია გავლილი. ოლქმა ეს არ გააკეთა. ჩვენ გავასაჩივრეთ, ოლქის ეს ქმედება. დღეს ველოდებით გადაწყვეტილებას, მაგრამ ალბათ “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს საქმე მურუსიძისნაირ მოსამართლეს დაეწეროს.

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ჯარისკაცები არიან პატრიოტები და ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ. სამწუხაროა რომ მათ საარჩევნო მასად გამოყენება სურთ, როგორც ეს საგარეჯოში მოხდა.

მეორე საკითხი შეეხება ვინმე გოგიტა მაისურაძეს, რომელიც კუმისის ქარხნის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ამ ადამიანმა ფეოდალობა გადაწყვიტა. დაახლოებით 60 თანამშრომელს პირადობის მოწმობა ჩამოართვა, ეს ადამიანები ხმას 57-ე უბანზე აძლებვენ, და მათ უთხრა, რომ ადგილზე საარჩევნო უბანზე დაურიგებდა.

მივმართავ მას, ესაა სისხლის სამართლის დანაშაული. როგორც კი შევამჩნევთ რომ ის ადგილზე არიგებს პირადობის მოწმობებს, გამოვიძახებთ პატრულს და ეს კაცი იქნება სათანადოდ დასჯილი”,-განაცხადა მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება
შემდეგი სტატიაოპოზიცია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენას ითხოვს