ესაა ღია გზავნილი დამოუკიდებელი ინსტიტუციების მიმართ, რომ ისინი დაისჯებიან – ოპოზიცია ინსპექტორის გაუქმების კანონპროექტზე

საპარლამენტო ოპოზიცია საგანგაშოდ აფასებს უმრავლესობის კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას გულისხმობს და თვლის, რომ ეს არის გზავნილი ყველა საჯარო მოხელისთვის, რომ ისინი დაისჯებიან საკუთარი საქმის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის

“აღნიშნული კანონპროექტი გარდა იმისა, რომ ამ ინსტიტუციას უქმნის ძირს, წარმოადგენს ღია გზავნილს უმრავლესობის მხრიდან, ყველა მათგან დამოუკიდებელი ინსტიტუციის მიმართ და საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ისინი დაისჯებიან საკუთარი მოვალეობების შესრულებისთვის” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ოპოზიციის ერთობლივ, საგანგებო ბრიფინგზე და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა, დაინტერესდნენ ამ საკითხით.

ოპოზიცია ითხოვს, შეჩერდეს კანონპროექტის განხილვა, მასში ჩაერთოს თავად ინსპექტორის სამსახური და ყველა ტიპის რესტრუქტურიზაცია განხორციელდეს მხოლოდ მას შემდგ, რაც მოქმედ ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას ამოეწურება ვადა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება – ადვოკატი