“ეს ჟიულია – ჟი-ული მეგრულად ზეცად მიმავალს, ამაღლებული ნიშნავს” – გია ხარჩილავა შარტავაზე

დღეს ჟიული შარტავა 80 წლის გახდებოდა.

გმირობას ერთი გადაწყვეტილება შობს ხშირად! არ დატოვა სოხუმი და ამ გადაწყვეტილებით კომუნისტური პარტიის წიაღიდან გამოსული, საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული,ეროვნული გმირის წოდებამდე ამაღლდა…

…”და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია” – ეს ჟიულია – ჟი-ული მეგრულად ზეცად მიმავალს, ამაღლებული ნიშნავს”,-წერს ოპოზიციური მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ხარჩილავა.

ჟიული შარტავა 1993 წლის 18 ივლისს, დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ.
სოხუმზე შტურმის დროს, არც მას და არც მის გარემოცვას ქალაქი არ დაუტოვებიათ.
ისინი მინისტრთა კაბინეტის შენობაში იმყოფებოდნენ.
სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, ისინი დაატყვევეს და იმავე დღეს დახვრიტეს.

„ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი.”

ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად (გურამ გაბესკირია, რაულ ეშბა, ვახტანგ გეგელაშვილი, მამია ალასანია, ალექსანდრე ბერულავა და სხვები) დახვრიტეს სეპარატისტებმა. სიკვდილის შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

 

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: საქართველოს ევროკავშირში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება შეიყვანს