“ეს ვინ არი, ტო?… ქალბატონი რომ არ იყოთ სხვანაირად დაგელაპარაკებოდით”- ვაშაძე ფერაძეს

ხმაური იყო პარლამენტში, კულტურის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით 2 500 მოქალაქის მიერ შეტანილ პეტიციას განიხილავდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძესა და დეპუტატ გრიგოლ ვაშაძეს შორის.

ვაშაძე ნატა ფერაძის იმ რეპლიკამ გააღიზიანა, როდესაც აქტივისტმა დეპუტატის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას სისულელე უწოდა და მოუწოდა, რომ საკითხში უკეთ გარკვეულიყო.

“ეს ვინ არი, ტო?… ქალბატონი რომ არ იყოთ სხვანაირად დაგელაპარაკებოდით, ზრდილობა ისწავლეთ და საერთოდ ქცევა ისწავლეთ. ისწავლეთ, ფეხი ჩამოწიეთ და ისე ისაუბრეთ. გეგონებათ ოჯახში გაიზარდეთ, – მიმართა გრიგოლ ვაშაძემ ნატა ფერაძეს.

ვაშაძის თქმით, “აბსოლუტური დეჟავუ აქვს” და ჰგონია, რომ ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდა და ოპოზიცია ედავება მესტიის მუზეუმზე.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო მინისტრის აპარატი: ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საოკუპაციო რეჟიმმა გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღება აკრძალა
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე CDC-ის გლობალური ჯანდაცვისა და ვირუსული ჰეპატიტების ასოცირებულ დირექტორს შეხვდა