“ეს უსამართლობაა” – “ოცნების” ლიდერებმა აღიარეს, რომ ევროპაში უვიზოდ ვეღარ დადიან

შალვა პაპუაშვილმა აღიარა და “უსამართლობა” უწოდა იმას, რომ “ოცნების” მაღალჩისნოსნების მიმართ ევროკავშირის 11-მა ქვეყანამ სავიზო რეჟიმი აამოქმედა.

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებით უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. “ოცნების” ლიდერი ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა და ძირს უთხრის საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს გაფორმებულ შეთანხმებას.

დღეს ირაკლი კობახიძემაც აღიარა, რომ პრივილეგიები “ქართული ოცნებისთვის“ გაუქმებულია. როგორც ის ამბობს, ერთ-ერთ ქვეყანაში ჩასასვლელად ვიზის აღება დასჭირდა. კობახიძე ამბობს, რომ “ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება, თუმცა ეს არის მათი უფლება “

“ეს შეზღუდვები მოქმედებს, როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის საერთო გადაწყვეტლებით, დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს. ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში, არანაირი პრობლემა აქ, რა თქმა უნდა, არ არის. ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება, თუმცა ეს არის მათი უფლება და მზად ვართ ვიმოქმედოთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის შემდეგ კახა კალაძეც ადასტურებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში დიპლომატიური პასპორტით ვეღარ დადის: “ჩვეულებრივი პასპორტით ვიყავი”, – ამბობს “ოცნების” ლიდერი “პირველების” კითხვის საპასუხოდ.

ამასთან, კალაძე ამტკიცებს, რომ მისთვის სანქციებზე მეტად მნიშვნელოვანი ქვეყნის ინტერესებია.

“ჩვეულებრივი პასპორტით ვიყავი. ხვალაც ევროპაში მივდივარ, მაგალითად. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესებს, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, ეს არის ჩვენი სამშობლო”, – ამბობს კალაძე.

“ოცნება” ევროპაში უვიზოდ ვეღარ დადის – ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაშია

banner
წინა სტატიაში“ოცნება” ევროპაში უვიზოდ ვეღარ დადის – ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაშია
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი ხანის აკადემიასთან ერთად აბიტურიენტებისვის ახალ კამპანიას – “გამოცდები 2025” იწყებს