“ეს უფრო მეტად ჯანსაღი პროტესტია, ვიდრე სხვა რამ” – წულუკიანი თსუ-ში მიმდინარე მოვლენებზე

თეა წულუკიანის პირველი კომეტარი ე.წ. კაბელების საქმეზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა. მინისტრის განმარტებით, იგი მიიჩნევს, რომ სტუდენტები და უნივერსიტეტის რექტორი შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს იპოვიან:

„მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ სტუდენტმა გამოხატოს თავისი აზრი ხმამაღლა. მთავარია, რომ ეს აზრი არის მოსმენილი თავად რექტორის მიერ. სწორედ ესეც არის ხოლმე, განსაკუთრებით ამ ასაკში, პროტესტის გამოხატვის მიზანი, რათა მოისმინონ მათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო მეტად ჯანსაღი პროტესტია, ვიდრე სხვა რამ და მე მჯერა, რომ სტუდენტები და რექტორი იპოვიან შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ძალიან მალე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
შემდეგი სტატიაუფლებადამცველები: უმარ შიშანი დაჭრილია და არა მკვდარი