„ეს უნდა შეწყდეს“ – ტრამპმა უკრაინის ომზე ახალი განცხადება გააკეთა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის ომი საბოლოოდ დასრულდება. როგორც მან თეთრ სახლთან გამართულ ღონისძიებაზე თქვა, უკრაინაში ათობით ათასი სამხედრო იღუპება და ეს „უნდა შეწყდეს“. ტრამპის თქმით, აშშ აქტიურად მუშაობს კონფლიქტის დასასრულებლად.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია „მშვიდობას ამყარებს მსოფლიოში“ და ომების დარეგულირებაზე მუშაობს ისეთი მასშტაბებით, „რაც ადრე არავის უნახავს“.

ტრამპის თქმით, ვაშინგტონი კიდევ ერთ ვარიანტს ეძებს რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმებისთვის და დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ შედეგს მიაღწევენ.

ბოლო დღეებში აშშ-მ უკრაინისთვის ომის დასრულების 28-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, რომელიც შემდეგ შეამცირა. ამ გეგმას ვაშინგტონის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯერად კუშნერი პუტინთან შეხვედრაზე წარუდგინეს.

დღეს კი დასრულდა ამერიკულ-უკრაინული დელეგაციების მოლაპარაკება, სადაც ამ შეხვედრის შედეგები განიხილეს.

banner
წინა სტატიაშიორი საწარმოს გაქურდვისთვის შსს–მ ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიააშშ–ს ვიცე–პრეზიდენტი: “უახლოეს კვირეებში კარგი სიახლეებია მოსალოდნელი”