,,ეს უნდა იყოს იმის მოტივაცია, რომ უფრო სწრაფად და აქტიურად ვიმოძრაოთ ნატო-სკენ – ნატო არის ჩვენი ქვეყნის დაცულობა და უსაფრთხოება”

რაც უფრო ახლოს ვიქნებით ნატო-სთან, მით უფრო მეტი განცხადება გაკეთდება რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ რუსეთის პრემიერის, დიმიტრი მედვედევის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება ადასტურებს, რომ რუსეთი თავს დაანებებს საქართველოს საქმეებში ჩარევას თუ ის ნატო-ს წევრი გახდება.
„მედვედევის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი თავს დაანებებს საქართველოს საქმეებში ჩარევას და ჩვენი ქვეყანა იქნება უსაფრთხო და დაცული მხოლოდ მაშინ, თუ ის გახდება ნატოს წევრი. ზუსტად ანალოგიურ განცხადებებს აკეთებდა ბალტიისპირეთთან მიმართებაში. დღეს ბალტიისპირეთის სახელმწიფოები არიან დაცულად და უსაფრთხოდ სწორედ იმიტომ, რომ ასეთი განცხადებების მიუხედავად, ისინი გახდნენ ნატო-ს წევრები. ჩვენი გზა არის ერთი – ძალიან მშვიდად და წყანარად გავაგრძელოთ ჩვენი სვლა ნატო-სკენ. რაც უფრო ახლოს ვიქნებით ნატო-სთან, მით უფრო მეტი განცხადება გაკეთდება რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. სწორედ ამიტომ, ასეთი განცხადებები უნდა იყოს იმის მოტივაცია, რომ უფრო სწრაფად და აქტიურად ვიმოძრაოთ ნატო-სკენ, იმიტომ რომ ნატო არის ჩვენი ქვეყნის დაცულობა და უსაფრთხოება’’, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ში საქართველოს შესვლას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. „საქართველოს ნატო-ში შესვლამ შესაძლოა საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს. გაუგებარია, ვის რაში სჭირდება ეს?“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა რადიოსადგურ „კომერსანტის“ ეთერში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – მხოლოდ სრულ იდიოტებსა და დებილებს შეუძლიათ იმის თქმა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო
შემდეგი სტატიაშსს-მ გლდანში ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა (+ვიდეო)