“ეს უკვე საგანგაშო ვითარებაა” – ენმ მოუწოდებს ცესკოს, დროულად მოხდეს მონაცემების გამოქვეყნება

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საარჩევნო უბნებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ საგანგებო განცხადება გაკეთდა ნაციონალური მოძრაობის ოფისში.

როგორც პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, იმ უბნებზე, სადაც ნაციონალური მოძრაობა დიდი უპირატესობით ლიდერობს, ხდება სხვადასხვა სახის ინციდენტები და მათი თქმით, ეს ხდება იმის გამო, რომ საარჩევნო კომისიის წევრებს ხელი შეუშალონ, რეალურად დათვალონ საარჩევნო მონაცემები.

ნაციონალური მოძრობა მოუწოდებს პრემიერ კვირიკაშვილს, უზრუნველყოს ხმების დაცვა. ისინი ასევე მიმართავენ ცესკოს თავმჯდომარეს, სასწრაფოდ დაიწყოს ოქმების ატვირთვა ცესკოს ვებგვერდზე.

„ეს უკვე საგანგაშო ვითარებაა. ამ დროის გამოყენება და, როგორც ჩანს, ცალკე ინსტრუქციაა, რომ ადგილებზეც გაიწელოს ოქმების შეჯამება. მართლაც ცეცხლს ეთამაშება ივანიშვილი და მისი მარიონეტების გუნდი, კვირიკაშვილის მეთაურობით, დროულად მოეგონ გონს. მთავრობა არის პანიკაში. ჩვენ გვინდა ამ პროცესის მშვიდად დამთავრება, მაგრამ ამისთვის მისცენ ადამიანებს საშუალება, რომ დაითვალონ ჩვენი ამომრჩევლების ხმები. ახლა ეს ყველაფერი არის საფრთხის ქვეშ,“ – აცხადებს გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება ქუთაისის 90-ე უბანზე – ქართული ოცნების მხარდამჭერებმა გიგი წერეთელს შეურაცხყოფა მიაყენეს
შემდეგი სტატიაჯიხაშკარში მომხდარი დაპირისპირებისას საიას დამკვირვებელმა ფანჯრის მეშვეობით დატოვა უბანი