“ეს უკვე ნამეტანი დემოკრატიაა“- გია ხუხაშვილი კოალიციაში არსებულ ვითარებაზე

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

კოალიციის დაშლა, პოლიტიკური ექპერტების ნაწილის შეფასებით, მოსალოდნელი იყო. ისინი არ გამორიცხავენ, რომ რესპუბლიკელ მინისტრებს თანამდებობების დატოვებაც მოუწიოთ.

მათი აზრით, ამას წინასაარჩევნოდ შექმნილი რეალობა განაპირობებს, წინააღმდეგ შეთხვევაში კი კონკრეტული საკითხის გადაწყვეტისას, პარლამენტში შესაძლოა, წინააღმდეგობები წარმოიშვას, რადგან აღარ იქნება პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა.

„წარმოუდგენელი რამ გახლავთ არჩევნებისთვის ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდე და იმავდროულად ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი პოსტები გეჭიროს,“- განაცხადა საქართველოს განვითარების ფონდის შიდა პოლიტიკის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ხათუნა ლაგაზიძემ.

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, რესპუბლიკელებს მინისტრთა კაბინეტში პორტფელების დათმობა მოუწიოთ.

„მათ მინისტრთა კაბინეტში, ალბათ, პორტფელების დათმობა მოუწევთ, სხვანაირად, მათთვის არ იქნება ეს სასარგებლო. ვერ წარმომიდგენია პარტიამ საარჩევნო კამპანია აწარმოოს, ხელისუფლების პასუხისმგებლობისგან გარკვეულწილად დისტანცირდეს და ამასთან ერთად კაბინეტში თავისი წარმომადგენლები ჰყავდეს, ეს საქართველოსთვის ნაადრევია, ეს უკვე ნამეტანი დემოკრატიაა,“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიმესხის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის მიზეზი უცნობია – უცნობია ზარალის ოდენობაც
შემდეგი სტატია“თუ ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას არ მიადგება რაიმე საფრთხე, განვიხილავთ რუსეთის დელეგაციის სტუმრობას საქართველოში”