“ეს უკვე მილიციაც აღარ არის…” – გია ხუხაშვილი პენსიონერზე მოძალადე პოლიციელის შესახებ

პოლიტროლოგი გია ხუხაშვილი თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, პენსიონერსა და პოლიციელს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმიანება:

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა.
ნამდვილო პოლიციელებო, ერთ დროს მუნდირის ღირსებაზე რომ უყვებოდით შვილებს, რაის ტრადიცია, რაის უფროს-უმცროსობა, რაის ოჯახის პატივისცემა, რაის ქრისტიანობა, ეს “ხუნვეიბინები” არიან დღეს თქვენი სახე…”, – წერს გია ხუხაშვილი.

 

ცნობისათვის, ამაღლების ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება შსსმ-აც გაავრცელა.

ამაღლების ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკრაინასთან ომისთვის საჭირო მასალების 40%-ით ამარაგებს – ბუდანოვი
შემდეგი სტატიაომის შეწყვეტისთვის, სულ მცირე, სამი მხარეა საჭირო – კირილო ბუდანოვი