ეს უკავშირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას – მიხეილ ჯანელიძე

„ეს უკავშირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას,“ – ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, აშშ-ის 2018 წლის ბიუჯეტის კანონში საქართველოს მხარდაჭერას.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, არსებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა.

„საბიუჯეტო კანონში საუბარია საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე, რაც წარმოადგენს რუსეთის აგრესიული ქმედებების სამართლებრივ შეფასებას. 2018 წლის საბიუჯეტო კანონით იკრძალება ნებისმიერი დაფინანსება იმ მთავრობების, რომელსაც აღიარებულ ჰყავთ ჩვენი ოკუპირებული რეგიონები ან მათთან დამყარებული აქვთ რაიმე კავშირი, რაც წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ბერკეტს ჩვენი არაღიარების პოლიტიკის საწარმოებლად,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ახალგაზრდებს ხვდება
შემდეგი სტატიანათელია, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები რჩება პრიორიტეტულ მიმართულებად – დავით ბაქრაძე