10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

“ეს თითქმის არავინ იცის”- მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, რატომ გააუქმა საქართველოში საათის გადაწევა

“ეს თითქმის არავინ იცის, მაგრამ 2005-ში როცა გადავწყვიტე ტურიზმის სწრაფი განვითარება, ჩემი გადაწყვეტილებით გაუქმდა საზაფხულო დრო (ე.ი. საათის ერთი საათით წინ გადაწევა აღარ იყო საჭირო), რაც გარდა იმისა, რომ ქართველების ჯანმრთელობისთვის იყო კარგი, ასევე უადვილებდა ევროპელ და უკრაინელ ტურისტებს ზაფხულში საქართველოში გადაწყობას.

ასე მაგალითად, მას შემდეგ რაც გუშინ ევროპელებმა საათი გადაწიეს, მათ და ჩვენს შორის განსხვავება მხოლოდ 2 საათია, ხოლო უკრაინასთან ქართველებს ერთი საათიღა რჩებათ განსხვავება. თითქოს ბევრი არაფერი, მაგრამ ქოცებს ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაც არ შეუძლიათ”,_ წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ტოტალური კორუფცია და უცოდინრობა“ – საბა ბუაძე დენის გაძვირებას ეხმაურება
შემდეგი სტატიამსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, 17 აპრილს გამოაცხადებს