“ეს, თითქმის, აღიარებითი ჩვენება იყო” – ეკა კვესიტაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს აფასებს

“ეს, თითქმის, აღიარებითი ჩვენება იყო,” – ასე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ ტელეკომპანია რუსთავი2-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე აფასებს.

მისი თქმით, ექსპრემიერმა დაადასტურა, რომ ტელეკომპანია რუსთავი2-ის სასამართლო პროცესები ხელისუფლების მიერ კონტროლდება.

ჟურნალისტის განცხადებით, ივანიშვილმა გარკვეული შეთავაზებაც კი გააკეთა, როდესაც თქვა, რომ შეიცვლება მხოლოდ მფლობელი და არა მენეჯმენტი.

„რუსთავი2-თან დაკავშირებით მივიღე დამაკმაყოფილებელი პასუხები. ეს, თითქმის, აღიარებითი ჩვენება იყო. როგორც ჩანს, ახალი სქემა მზადდება, რომ იყო მოლაპარაკება, შემოგვთავაზა, რომ შეიცვლება მფლობელი, მაგრამ არ შეიცვლება მენეჯმენტი. ამაზე უფრო დაწვრილებით კომენტარს, ბუნებრივია, ნიკა გვარამია გააკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე ჩართულია რუსთავი2-ის პროცესში,“ – განაცხადა ეკა კვესიტაძემ .

 

banner
წინა სტატიაშირუსთავი2-ის სასამართლო პროცესი დასრულდა- კოლეგია გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად ემზადება
შემდეგი სტატია(+ფოტოები) მიხეილ სააკაშვილი სამუშაოდ კარავში გადავიდა