21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

“ეს თბილისის ფილტვებია, აქ არაფერი უნდა აშენდეს”- კრწანისის ტყე-პარკში საპროტესტო აქცია გაიმართა

კრწანისის ტყე-პარკში ე.წ. „არაბული ქალაქების“ მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები კომპანია „Eagle Hills“-თან გაფორმებული იმ ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ, რომელიც ტყე-პარკის ტერიტორიაზე მასშტაბურ მშენებლობას ითვალისწინებს.

„ეს არის თბილისის ფილტვები და თუ აქ აშენდა ის კორპუსები, რომლებსაც ვხედავთ მთელ ქალაქში, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ფილტვები დაიხურება, რაც ქალაქისთვის არის ძალიან დიდი ზიანი.

მთელ ქვეყანაში არავინ ანიჭებს მნიშვნელობას იმას, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ბუნება. ეს არის ჩვენი შვილების მომავალი. ერთი არის ის, რომ დემოკრატიული და ევროპული მომავალი უნდა შევუნარჩუნოთ და მეორე — ჯანმრთელი მომავალი.

არ არის გამჭვირვალე პასუხები იმაზე, თუ ვინ, რას და როგორ აშენებს. არავინ იცის, რა კონტრაქტით, რა ფულით, რეალურად ვინ არის ინვესტორი, ვინ აკეთებს ფულს და ვინ იქნებიან მცხოვრებლები. ისედაც მიუღებელია, ვინც არ უნდა იყოს — ქართველი, არაბი თუ რუსი — აქ არ უნდა აშენდეს არაფერი“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლო გია ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
შემდეგი სტატიატრამპი: აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო შეთანხმება, სავარაუდოდ, საკმაოდ მალე მიიღწევა