ეს თარიღი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა ძალა აქვს ჩვენს ერთობას, რომელიც ქვეყნის განვითარებისა და გამთლიანებისკენ უნდა მივმართოთ – კალაძე

9 აპრილი ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში. მეორე მხრივ, ეს დღე არის ერის გამოღვიძების, ერთიანობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

კალაძის თქმით, 9 აპრილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა ძალა აქვს ერთობას, რომელიც ქვეყნის განვითარებისა და გამთლიანებისკენ უნდა მივმართოთ.

„ამ ტრაგედიიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

ქედს ვიხრით 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის წინაშე და ამავე დროს, მომავალ თაობებს გადავცემთ, თუ როგორ გააერთიანა ამ დღემ სრულიად საქართველო, ერთ მუშტად შეკრა საერთო მიზნისთვის, სანუკვარი იდეისთვის – ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის.

ეს თარიღი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა ძალა აქვს ჩვენს ერთობას, რომელიც ქვეყნის განვითარებისა და გამთლიანებისკენ უნდა მივმართოთ“, – წერს კახა კალაძე.

თბილისის მერმა 9 აპრილის ტრაგედიის დაღუპულთა ხსოვნას პატივი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, მინისტრთა კაბინეტისა და მმართველი გუნდის სხვა წევრებთან ერთად მიაგო.

banner
წინა სტატიაშიშტატების მხრიდან სანქციები შესაძლოა, პერსონალური იყოს და ყველა იმ დეპუტატის წინააღმდეგ იქნას სათითაოდ ამოქმედებული, ვინც რუსულ კანონს მხარს დაუჭერს – ლომჯარია
შემდეგი სტატიააშშ-მა უკრაინას დამატებითი საბრძოლო მასალა გადასცა