ეს სვლა ახალმა ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს, რომელსაც ექნება ნება და ნდობის მანდატი ამ თამამი ინიციატივის ბოლომდე მიყვანის

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება -

რაც თქვა რასმუსენმა ნატოში გაწევრიანების ახალ სქემასთან დაკავშირებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლის დროებით არამოქმედებაზე, ქართულ საზოგადოებაში უნდა გადაწყდეს და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ. სრულიად ნათელია, რომ ივანიშვილის სიტყვით პროდსავლური და საქმით რუსეთული ხელისუფლება ამას ცოცხალი თავით არ გააკეთებს. ამას მოწმობს ვოლსკის, სესიაშვილის, ჩუგოშვილის, და ხიხოს ხელის ბიჭებისა და გოგოების ის სულელური განცხადებები, რაც უკვე გაჟღერდა.

ეს სვლა ახალმა ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს, რომელსაც ექნება ნება და ნდობის მანდატი ამ თამამი ინიციატივის ბოლომდე მიყვანის.

ჩათვალეთ, რომ 2020 არჩევნები იქნება დამოკიდებული ამ ქვეყნის გადარჩენა. რუსეთუმე ბიდლო, მთელი კრემლის აგენტურა თავის ბოტებით, ტროლებით და ქოცებით გააფთრებულ წინააღმდეგობას გაუწევს მას, ვინც ამ ინიციატივის განხორციელებას დააპირებს არჩევის შემთხვევაში. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და ხსენებული კურსის ირგვლივ არ გაერთიანდება, იქნება საკუთარი ქვეყნის, მომავლის, შთამომავლობის მოღალატე.

ღალატი შესაძლოა როგორც მოქმედებით, ასევე – უმოქმედობით. როგორც უკვე არაერთხელ გვინახავს…

 

ცოტნე გამსახურდია

banner
წინა სტატიაშიჯეიმს აპატურაი საქართველოს ნატოში მე-5 მუხლის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაუვრცელებლად გაწევრიანების იდეას ეხმაურება.
შემდეგი სტატიარასმუსენის რეკომენდაცია არ გულისხმობს უარის თქმას ოკუპირებულ ტერიტორიებზე