ეს სიბრიყვეა, ასეთ სისულელეს მხოლოდ „ნაცები“ თუ იტყვიან – ივანიშვილის პასუხი შეკითხვაზე, გასცა თუ არა მან აქციის დაშლის ბრძანება

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ 20-21 ივნისს დემონსტრანტების რეზინის ტყვიებითა და გაზით დაშლის ბრძანება პირადად მან გასცა.

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, ეს ინფორმაცია სისულელეა.

„ასეთ სისულელეს მხოლოდ „ნაცები“ თუ იტყვიან, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამეს პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებას გავცემდი? – ეს სიბრიყვეა. ჟურნალისტებს არ გაყენებთ შეურაცხყოფას, თქვენი კითხვა კი არ არის ბრიყვული, ეს სიბრიყვე მათგან მოდის,“ – დასძინა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი გავრილოვის ჩამოსვლაზე – 2016 წელსაც იმყოფებოდნენ საქართველოში რუსი დეპუტატები, სად იყავით მაშინ?
შემდეგი სტატიაუცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ