ეს შპარგალკა კი არ იყო, ეს იყო ნაწერი, სადაც მე ჩავინიშნე თითოეული ადამიანის კრიტიკული შენიშვნა

„ეს შპარგალკა კი არ იყო, ეს იყო ნაწერი, სადაც მე ჩავინიშნე თითოეული ადამიანის კრიტიკული შენიშვნა,“ – ეს განცხადება ტეკეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში” ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ ფაცაციამ, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ე.წ. შპარგალკის თაობაზე საუბრისას გააკეთა.

სოციალ ქსელში გავრცელებულ ფურცელზე რამდენიმე საკითხი პუნქტებად იყო ჩამოწერილი.

„როდესაც ბატონმა ლევანმა, კონკრეტულად ვიძახი, სად იყავითო, როდესაც ვხრავდით ამ ბიუჯეტსო და ა.შ. იქ ჩანიშვნა გავაკეთე, თქვენ რას აკეთებდით, ასე უდნა შემებრუნებინა. აწი თქვენ როგორც გინდათ, ისე გაიგეთ. რაც შეეხება მაფიოზობას, თქვენ ძალიან კარგად იცით ყველაზე დიდი მაფიოზი სად იმალება,“ – განაცხადა თამაზ ფაცაციამ.

https://youtu.be/KxxQnc390iI

banner
წინა სტატიაშიტრამპის გარშემო კომპრომატების წრე მჭიდროვდება
შემდეგი სტატიაანი წითლიძე: მართული პროცესი იყო თავად სუს-ის მხრიდან