“ეს შეშინებული კაცის ბოდვა, მეტი არაფერი” – ასე პასუხობს გიორგი გახარია ირაკლი კობახიძის ბრალდებებს

“ეს შეშინებული კაცის ბოდვა, მეტი არაფერი” – ასე პასუხობს გიორგი გახარია ირაკლი კობახიძის ბრალდებებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” შეთქმულების შესახებ. გახარიამ თებერვლის მოვლენების შესახებ ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე “ოცნების” წევრებს არწმუნებდა, რომ მელიასთვის იმუნიტეტი უნდა მოეხსნათ.

13 თებერვალს პარტიის ხელმძღვანელობამ მომმართა თხოვნით, რომ შევხვედროდი უმრავლესობას, როგორც ჩანს ვერ არწმუნებდნენ უმრავლესობას მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაში და მთხოვეს, მიმეღო ამ პროცესში მონაიწლეობა და დავთანხმდი, მაშინაც ვთვლიდი და ეხლაც ვთვლი, რომ ადამიანი, რომელიც იყო ორგანიზატორი პარლამენტზე შტურმის უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და მართმსაჯულება უნდა აღსრულდეს. 13 თებერვალს შევხვდი უმრავლესობას და ვუმტკიცებდი, რომ რა თქმა უნდა მელიას იმუნიტეტი უნდა მოვუხსნათ, მელია სამართლის წინაშე უნდა გათანაბრდეს რიგით მოქალაქესთან, მელია აგრესიულად იყენებდა რიტორიკას, რასაც ხელს უწყობდა იმუნიტეტი. მაშინაც ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ ადამიანი რომელიც მოუწოდებდა მოქალაქეებს ძალადობრივად შეჭრილიყვნენ პარლამენტში, მე დარწმუნებული ვარ რომ ეს იყო ძალადობრივად ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების მცდელობა”, – ამბობს გახარია.

გახარიას თქმით, მისი პოზიცია იყო, რომ მელია სასამართლოს წინაშე ისე წარმსდგარიყო, რომ ის ძალადობრივი მეთედებით არ დაეკავებინათ.

16 თებერვალს იმუნიტეტის მოხსნა, რომ იყო სმჯელობა უკვე მიმდინარეობდა, სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის უნდა მომზადებულიყო, 16 თებერვალს როცა გუნდში მსჯელობა მიდიოდა, მაშინ არანაირი გადაწყვეტილება რა ფორმით, სად არ ყოფილა მიღებული, მიღებული გადაწყვეტილება, რომ ვაკვირდებით როგორ ვითარდება. ჩემი პოზიცია იყო, რომ ჩვენ თუ გვინდა სმაართალი აღსრულდეს და ადამიანი,რომელსაც ვთვლით სახლემწიფო ინსტიტუტზე თავდასხმის ორგანიზატორად სასამართლოს წინაშე წარსდგეს, მელია დაკავებული უნდა იყოს ისე რომ არავის თავზე ერთი თმა არ ჩამოუვარდეს. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ეთანხმებოდნენ ჩემს პოზიციას, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ პოზიცია, რომ როგორ შეიძლება ერთი ხულიგანი პოლიტიკოსის დასაკავებლად 3 ათასი სპეცრაზმელის შეჭრა. ეს ხდება 16-ში. 17 თებერვალს როდესაც მე უკვე ვხედავ, რომ ეს პოზიციები ჩამოყალიბებულია და უხილავი ხელები მოქმედებენ, ამიტომ მოვითხოვე ამ 5 საათიანი შეხვედრის მოწვევა, სადაც უკვე იძულებული ვიყავი, დამეფიქსირებინა ის პოზიცია რაც დავაფიქსირე”, – ამბობს გიორგი გახარია.

banner
წინა სტატიაშიახალი ვანდალიზმი გარეჯის ქოლაგირის მონასტერში
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: ბიძინა ჩემს საქმეში არ ერეოდა