“ეს შენ გეხებას” წევრები ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში იკრიბებიან

კამპანია ეს შენ გეხებას წევრები ამ წუთებში ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში იკრიბებიან. არასამთავრობოები პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების თემაზე იმსჯელებენ. ისინი გამოძიების დაჩქარებას მოითხოვენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას გამოიჩინოს პოლიტიკური ნება ამ საქმის ძიებასთან დაკავშირებით.

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პარლამენტის დეპუტატებსაც უკავშირდება. ლაპარაკია თამაზ მეჭიაურისა და დავით ლორთქიფანიძის დაკითხვაზე – რომლებმაც პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს.

banner
წინა სტატიაშიამერიკული პრესა კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის შესვლას ეხმაურება
შემდეგი სტატია“სადაც ხელს არ მოკიდებ ქართულ–რუსულ თემატიკას, ძალიან ბევრი ეკლებია ყველგან”