” ეს შენ გეხებას” წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრთან კონკრეტული შეთავაზებები აქვთ

“ეს შენ გეხებას” წევრის, ლაშა ტუღუშის განცხადებით, კამპანია “ეს შენ გეხება” პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემთხვევაში, მას კონკრეტულ ინიციატივებს წარუდგენს.

“გვინდა შევხვდეთ პრემიერს არამარტო ამ საკითხთან დაკავშირებით – გვინდა შევთავაზოთ კონკრეტული წინადადებები, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს გარემო. არსებობს “ეს შენ გეხებას” შიგნით მოსაზრებები, რომელსაც გავაცნობთ მას”,- განაცხადა ტუღუშმა.

როგორც ლაშა ტუღუშმა მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის საპარლამენტო მდივანის და “ეს შენ გეხებას” წევრების შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი, არამარტო ახლადგავრცელებული ფარული ვიდეო ჩანაწერების გამოძიებას, არამედ, მსგავს ფაქტებზე მიმდინარე რამდენიმე ხნის წინ დაწყებულ გამოძიებეზეც დაისმება.

ტუღუშის შეფასებით, ფარული ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულებაა.

“აქ ერთ, კონკრეტულ გამოძიებაზე არ არის საუბარი, საუბარია რამდენიმე გამოძიებაზე. პირველია ის, რაც დღეს ხდება, ცხადია, ეს ძალიან შემაშფოთებელია და აშკარა შეთქმულებაა სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა ამას საფუძველი ცოტა ადრე ჩაეყარა. გვაინტერესებს, რამდენად წინ მიდის გამოძიება, რომელიც მიმდინარეობდა, რადგან ორ წლის წინ, პროკურატურას ძალიან დიდი ოდენობით საგამოძიებო მასალები გადაეცა და როგორც ვხედავთ, ამას საკმაოდ სქელი ზომის მტვერი ადევს. აქ საუბარია ათობით ათას ფაილზე”,- აღნიშნა ტუღუშმა.

banner
წინა სტატიაში„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, პრკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
შემდეგი სტატიააუდიტორია 115-ის წარმომადგენლები უნივერსიტეტში პრემიერის მისვლას ითხოვენ