“ეს შენ გეხება” პროკურატურისგან სტატისტიკურ მონაცემებს ითხოვს

კამპანიის “ეს შენ გეხება” წევრი ორგანიზაციები პროკურატურისგან სტატისტიკურ მონაცემებს ითხოვენ. მოთხოვნა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხება.

“მოგმართავთ კამპანიის “ეს შენ გეხება” სახელით და საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი საჯარო ინფორმაცია 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე:

1. რამდენ საქმეზე დაიწყო გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით, ასევე, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, კიბერდანაშაულისა და კიბერტერორიზმის ფაქტებთან დაკავშირებით (გთხოვთ, მიგვითითოთ სსკ-ის შესაბამისი მუხლები);

2. რამდენი პირი მიეცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ხსენებული დანაშაულის საფუძველზე, მათ შორის, ბრალდებულებიდან რამდენი წარმოადგენდა საჯარო მოხელეს (გთხოვთ, მიგვითითოთ მათი სამსახურებრივი პოზიციები);

3. რამდენი საქმე იქნა გაგზავნილი სასამართლოში და რამდენი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი;

4. რამდენ საქმეში იქნა გამოტანილი გამამრთელებლი განაჩენი;

5. რამდენ პირთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება;

6. რამდენ საქმეში იყო გამოყენებული განრიდების მექანიზმი;

7. რამდენ საქმეზე გრძელდება გამოძიება მოცემულ მომენტში და რამდენია სასამართლო განხილვის ეტაპზე;

8. რამდენ საქმეზეა ნივთმტკიცებად წარდგენილი ფარული ტექნიკური აპარატურა (ვიდეო და აუდიო ჩამწერები), რომელთა ამოღებაც მოხდა სასტუმროებიდან/რესტორნებიდან.

გთხოვთ, აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაცია მოგვაწოდოთ კანონით დადგენილ ვადაში”,- ნათქვამია პროკურატურისადმი მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშისტამბოლის მერია თბილისს საჩუქრად ხუთ ავტობუსს გადასცემს
შემდეგი სტატია“კონკურენტებს არ ვეძებ პარტიებში”- ვის თვლის “რესპუბლიკელი” მინისტრი არჩევნებზე მთავარ კონკურენტად?