ეს შენ გეხება! – აქცია სამეგრელოში

aqcia1aqcia2არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფმა უკანონო მოსმენების წინააღმდეგ კამპანია – „ეს შენ გეხება“ ზუგდიდში დაიწყო. განახლებული კამპანიის სლოგანია – „ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!“.

ორგანიზატორების თქმით, კამპანიის მიზანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა და უკანონო მოსმენების, მიყურადების წინააღმდეგ მოქმედება. მათივე განცხადებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ მმართველ კოალიციას ამ მიმართულებით არანაირი სისტემური ცვლილება არ განუხორციელებია და სამართალდამცავ ორგანოებს კვლავ აქვთ შეუზღუდავი წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებთან, მოქალაქეთა შორის ყველა სახის კომუნიკაციასთან.

„ადრე ვფიქრობდით, ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ არ არსებობდა პოლიტიკური ნება. გასული წლების განმავლობაში დამკვიდრდა ძალიან ცუდი პრაქტიკა შს სამინისტროს მხრიდან, როდესაც მობილური ოპერატორების ოფისებში დაამონტაჟეს ე.წ. შავი ყუთები. არჩევნების შემდეგ გვქონდა მოლოდინი, რომ ხელისუფლება ამ პრაქტიკას გადახედავდა და შეცვლიდა იმას, რასაც ჰქვია მიყურადება და თვალთვალი. ამასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ ვერ ვნახეთ ვერანაირი წინ გადადგმული ნაბიჯი. სურვილის შემთხვევაში მათ შეუძლიათ მოუსმინონ 21 000 ადამიანს, ამის არანაირი მონიტორინგის მექანიზმი და რეგულაცია არ არსებობს, კანონმდებლობა არ არის დახვეწილი“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.

aqcia34 aqciaaaaa

არასამთავრობოების განცხადებით, საკითხის გადაწყვეტის ერთადერთი გზა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მიღებაა. მათი თქმით, ეს უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ამ კუთხით არსებული სტანდარტების დაცვას.

კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები არიან „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „ადამიანის უფლებების სწავლებებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „ფონდი ლიბერალური აკადემია“, „საქართველოს ეროვნული პლატფორმა“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ და ა.შ.

კამპანიის ორგანიზატორების განცხადებით, თუ ხელისუფლება ინიცირებული ცვლილებების განხორციელებაზე მზაობას განაცხადებს, ისინი პარლამენტთან ერთად კანონმდებლობის დახვეწაზე იმუშავებენ.

 

banner
წინა სტატიაშიუსუფაშვილმა როსტოვის ავიაკატასტროფაში დაღუპულების ოჯახებს პარლამენტის სახელით მიუსამძიმრა
შემდეგი სტატია(+ვიდეო) თურქეთის ქალაქ ადანაში 4 აფეთქება განხორციელდა