ეს შავი სამყაროც ჩამოყალიბდეს, შავია თუ წითელი – ნინო ბურჯანაძე

ე.წ. ქურდული სამყაროს ჩატარებული არჩევნების შესახებ საუბრობს “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე. “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” ბურჯანაძემ მისი რეგიონალური ორგანიზაციის ერთერთი წევრის შემთხვევა გაიხსენა.

ბურჯანაძე ამბობს, რომ ოპოზიცია არ აპირებს ბრძოლის შეწყვეტას და ივანიშვილისთვის ქვეყნის გადაცემას:

არ ვაპირებ 21-ე საუკუნეში ერთ მართლა ბულემიით დაავადებულ ადამიანს, რომელსაც ყველა და ყველაფერი უნდა გადაყლაპოს და ჯიბეში ჩაიდოს, შევწიროთ ქვეყანა…

ერთერთი მომხრე რომელსაც პოლიციასთნ პრობლემები ჰქონდა, ლამის მოკლეს ცემით, როგორ გაბედე ბურჯანაძისთვის მხარდაჭერაო. როგორ ატარებინებდნენ შავ სამყაროს არჩევნებს და ისე, ძაან დიდი ბოდიში, ეს შავი სამყაროც ჩამოყალიბდეს ბოლოს და ბოლოს შავია თუ წითელი. სირცხვილია, ამაზრზენი ხდება ეს ყველაფერი, როცა ქვეყანაში არაფერს თავის ადგილი აღარა აქვს… პოლიტიკოსს პოლტიკოსის ადგილი არ უკავია, პრეზიდენტ პრეზიდენტის ადგილი არ უკავია, ქურდს ქურდის ადგილი, პოლიციელს პოლიციელის ადგილი” ამბობს ბურჯანაძე.

banner
წინა სტატიაშირეგიონული სტაბილურობა ჩვენს ნატოში გაწევრიანებას მოითხოვს – მარგველაშვილი ყარაბაღზე
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია – „ევროპული საქართველოს“ პოზიცია მყარია და არანაირ დაზუსტებას არ საჭიროებს